LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში რეგიონალური ინოვაციების ჰაბი გაიხსნება

133

თელავში, ინოვაციების ცენტრი მოეწყობა –  ამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიას შორის გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად,  ინოვაციების ცენტრი თელავში, რუსთაველის  №11 მდებარე შენობაში მოეწყობა. ასევე, რეგიონში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირების და სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა იგეგმება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს.

ღონისძიება კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი ესწრებოდნენ.

 

magti 5g