ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:
,,დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
,,უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
,,ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა
წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება იგეგმება ოქტომბრის დასაწყისში. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2020 წლის 10 ოქტომბრამდე.