“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროგრამის მენეჯერი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობის ზრდას ლოდება, მათ შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტების მომატებას.
ლევან ნატროშვილის თქმით, მთავარია ის, თუ როგორ წარიმართება გამოძიება.
“თუ გამოძიება არ იქნება სწრაფი და მიუკერძოებელი ველით პრობლემების მომატებას. ყოველ არჩევნებზე გვაქვს ინციდეტები და თუ ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვება, ეს ყოველთვის წარმოქმნის პრობლემებს, მათ შორის არჩევნების დღეს, რადგან მუხტი არის ხოლმე ძალიან მაღალი,”-განაცხადა ლევან ნატროშვილმა “ფორტუნას” გადაცემა “რეალურ დროში” სტუმრობისას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” პროგრამების მენეჯერის თქმით, მას სწრაფი და ეფექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
“სამწუხაროდ ის ორგანოები, რომლებიც იძიებენ ხოლმე ასეთ შემთხვევებს, არიან პოლიტიზირებული და ბევრი კითხვა არსებობს მათ საქმიანობაზე, აქედან გამომდინარე რამდენად მოხდება სწრაფი და ეფექტური გამოძიება საეჭვოა,”-განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
“ეს არის სავარაუდოდ დასაწყისი, უნდა ველოდოთ უფრო სერიოზულ პროვოკაციებს”- ირაკლი სესიაშვილი წინასაარჩევნოდ, ფიზიკურ დაპირისპირებებს ეხმაურება