LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთიდან საქართველოში შემოტანილ კარტოფილში კარტოფილის კიბო აღმოჩნდა

189
kartoshka

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის გავლით, თურქეთიდან საქართველოში 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, პროდუქტში კი მავნე ორგანიზმის, კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა.

„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ – კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g