LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი საათი უნდა ვიძინოთ, რათა წონაში არ მოვიმატოთ

361

ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, არასაკმარისი ძილი წონის მომატებას უწყობს ხელს. ამგვარი განცხადების საფუძვლად სპეციალური ექსპერიმენტი იქცა, რომელშიც 1 600-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა განსხვავებული ბიოლოგიური რიტმით, არტერიული წნევით, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობით.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არაჯანსაღი ძილი აუარესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ მათ, ვინც სისტემატურად ვერ ახერხებს გამოძინებას ბევრად დაბალი აქვს სასარგებლო ქოლესტერინის დონე, რაც თავის მხრივ აფერხებს ორგანიზმიდან ცხიმის გამოდევნას.

მეცნიერების მტკიცებით, თუ ჭარბ წონასთან ერთად გულისა და სისხლძარღვების დაავადებების თავიდან აცილება გვინდა, დღე-ღამეში სულ მცირე 6 საათი მაინც უნდა ვიძინოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g