LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა

525

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

მოქალაქე, რომელიც საქართველოში გადმოდიოდა, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გრძელ რიგში შეუძლოდ გახდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბოლო ორი დღეა, საქართველო რუსეთის საზღვრის ლარსის გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება გართულებულია. პრობლემები გამშვები პუნქტის რუსულ ნაწილში შეიქმნა, რის გამოც კილომეტრიანი რიგები წარმოიქმნა.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში დიდი შეფერხებებით მუშაობს რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტი, ზემო ლარსი, რის გამოც არის შეფერხება, როგორც გასვლაზე, ისე შემოსვლაზე და შესაბამისად, არის რიგები, თუმცა ეს რიგები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის რუსეთის მხარეს,“ – გაანაცხადა “რუსთავი 2”- თან  შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.

ადგილზე უკვე მეორე დღეა,  მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების პირველადი სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უცხოელ მგზავრებს დახმარებას ადგილზე უწევს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა  გამშვებ პუნქტთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g