LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქანდაკე ერეკლე წულაძის ,,ჰიპოპოტამი“ მზიურის  პარკში დაიდგმება

440
hipopotamnews20109

მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ,,ჰიპოპოტამი“ ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა.

კონკურსში მონაწილეობა არაერთმა ხელოვანმა მიიღო კომიისის არჩევანი კი ერეკლე წულაძის ნამუშევარზე შეჩერდა.

ცნობილ ,,ბეგის“, რომელიც 2015 წლის ტრაგედიის დროს მთელმა მსოფლიომ გაიცნო, უკვე პერსონალური ქანდაკება ექნება და მისი ნახვის საშუალება დამთვალიერებელს მალე ექნება.  ქანდაკება პოლირებული უჟანგავი ფოლადისგან თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩინეთში, ქალაქ შანხაიში მზადდება, საქართველოს გარე ინტერიერში მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად დაიდგმება და ის თანამედროვე თეთრი ხელოვნური  ქვით გამშვენდება. ,,ჰიპოპოტამის“ სიმაღლე 3 მეტრი და 30 სმ–ია.  ერეკლე წულაძის ამ ნამუშევარს, ისევე, როგორც სხვა დანარჩენისა მნახველზე შთაბეჭდილების მოხდენა არ გაუჭირდება.

მოქანდაკე ერეკლე წულაძე, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, უკვე 10 წელზე მეტია, აქტიურად არის ჩართული მის საქმიანობაში, ამ დროისათვის მას ორი  პერსონალური გამოფენა აქვს გამართული. მას შექმნილი აქვს მთელი სერია ნათელი უალტერნატივო ნამუშევრებისა, რომელიც უჟანგავი ფოლადის, ანუდირებული მეტალის, ბროლის, ხელოვნური ქვის და სხვა თანამედროვე თაობების მასალისგან მზადდება.  ალბათ ამიტომაცაა, რომ მისმა ნამუშევრებმა დღეისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორებიცაა: ჩინეთი, იაპონია, იორდანია, ისრაელი, ტაილანდი,  ამერიკა, კანადა, პორტუგალია,  საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი,  ბალტიისპირეთის ქვეყნები, დაიდო ბინა, ისინი ამშვენებენ როგორც კერძო კოლექციებს ასევე მაღალი კლასის სასტუმროებსა და სხვა გარე თუ შიდა ინტერიერებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები