LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი პრეტენდენტი: უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის სამეული დაასახელა

69

24 აგვისტოს, უეფა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას დაასახელებს. ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა პრიზის მაძიებელი სამი პრეტენდენტი დაასახელა: ლიონელ მესი “ბარსელონადან”, კრიშტიანო რონალდო “რეალიდან” და ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსიდან”.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ იმ კლუბების მწვრთნელები, რომლებიც 2016-17 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდნენ.

ასევე, ნომინანტები აარჩია მედიის ევროპული კავშირის 55-მა ჟურნალისტმა.

ხმების მიხედვით, ათეულში აგრეთვე მოხვდნენ: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), ტონი კროოსი (“რეალი”), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), კილიან მბაპე (“მონაკო”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).

საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების მთავარი ფავორიტი ისევ რონალდოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g