LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინგაპური და ჰონგ-კონგი ქართულ ვაშლს ყიდულობს

101
877d77b04e0082ae51880720b9ee

11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 149 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 947 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ვაშლის ექსპორტის მოცულობა 6-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 713 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს, ვაშლი ექსპორტირებულია რუსეთის ფედერაციაში (2 068 ტონა), ყაზახეთში (75 ტონა), სომხეთში (6 ტონა), სინგაპურსა და ჰონგ-კონგში.

საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g