50 წლის პოპ-ვარსკვლავმა, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა მერაია ქერიმ მემუარები გამოსცა, სადაც უმარავი საინტერესო ცხოვრებისეული მოვლენაა შეტანილი.
მერაია ქერი მემუარებში ემინემთან ურთიერთობის ინტიმურ დეტალებს გაასაჯაროვებს
სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ არტისტმა, შესაძლოა წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღოს. ამის შესახებ ქერიმ „ბიბისის“ რადიო შოუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეჟისორებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
„მე უამრავი მუსიკალური და ტექსტური მასალა მაქვს შეგროვებული. ფილმის შესახებ ჩემს გულშემატკივრებსაც გავესაუბრე, რატომაც არა“, – აღნიშნა მერაიამ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელი ცნობილი პოპ-მომღერლისთვის საკმაოდ დატვირთული და წარმატებული გამოდგა. მისი კომპოზიციის All I Want for Christmas Is You ახლებურმა ვერსიამ, ამერიკული ჩარტი პირველად დაიპყრი. შემდეგ იყო რეკორდი, თანაც სამი. 2 თვის წინ კი ვარსკვლავმა უეცრად ახალი ალბომი, The Rarities დააანოინსა, რომელიც 2 ოქტომბერს გამოვიდა.აღსანიშნავია, რომ ქერის სადებიუტო ალბომის გამოსვლიდან 30 წელი გავიდა, მერაიამაც ამ თარიღის აღნიშვნა ახალი ალბომით გადაწყვიტა.