LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი მემუარებში ემინემთან ურთიერთობის ინტიმურ დეტალებს გაასაჯაროვებს

293
safe-image

სულ მალე, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი მერაია ქერი მემუარებს გამოსცემს. ეს კი ამერიკელი რეპერი, ემინემისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტია. ინსაიდერის ცნობით, რეპერმა შესანიშნავად იცის, რომ 50 წლის ქერი მის შესახებ უამრავ ნეგატიურ ინფორმაციას გაავრცელებს და მათ ინტიმურ დეტალებს გაასაჯაროვებს.

ცნობისთვის, 90-იან წლებში ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ ემინემისა და ქერის საიდუმლო რომანის შესახებ, თუმცა, მერაიას აღნიშნული ინფორმაცია არასდროს დაუდასტურებია, ემინემმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას და ქერის 7 თვიანი რომანი ჰქონდათ, თუმცა მას მერაია როგორც ადამიანი არასდროს მოსწონდა. რეპერი შურაცხყოფილი იყო იმით, რომ მერაია მათ კავშირს უარყოფდა.

„მე მას პატივს ვცემ, ის უბრალოდ ლამაზი ქალია და ნამდვილი ვარსკვლავი, მე კი უფრო უბრალო ადამიანი ვარ, მას ჩემნაირი ადამიანი არ სჭირებოდა“, – განაცხადა რეპერმა.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მერაია ქერის მემუარების გამოსვლას დაველოდოთ, სადაც სავარაუდოდ უამრავი საინტერესო ისტორია იქნება მოთხროილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები