LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა – ნახეთ პირველი ტრეილერი

137
page

გასულ თვეს, „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ საკუთარი სახელობის ვარსკვლავის მიღების შემდეგ, Dr. Dre ,,ჯიმი კიმელის ლაივს” ესტუმრა და ემინემის ალბომიც დააანონსა.

Dr. Dre-იმ ემინემის ალბომი დააანონსა

და აი, ახლახან კი ემინემმა სოციალურ ქსელებში ვიდეო გაავრცელა და მსოფლიოს აცნობა, რომ ახალ ალბომს, სახელწოდებით, The Death of Slim Shady 2024 წლის ზაფხულში გამოუშვებს. ეს ნამუშევარი არტისტისთვის რიგით მე-12 ალბომი იქნება.

„რითმების გამო, Slim Shady მტრების ნაკლებობას არ განიცდიდა“, – ვისმენთ ტრეილერში.

შეგახსენებთ,მომღერალმა 1997 წელს ალბომი სახელად Slim Shady EP გამოუშვა, რასაც ორ წელში ალბომი The Slim Shady LP მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები