LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dr. Dre-იმ ემინემის ალბომი დააანონსა

158
82672965-0-image-a-11_1710924349307 (1)

ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი სახელობის ვარსკვლავის მიღების შემდეგ, Dr. Dre ,,ჯიმი კიმელის ლაივს” ესტუმრა. საკულტო ჰიპ-ჰოპ არტისტი კომიკოსს სხვა არაერთ ცხოვრებისეულ თუ პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად, მომავალი მუსიკალური პროექტების შესახებაც ესაუბრა.

Dr. Dre-ის ვარსკვლავი გაუხსნეს

გაირკვა, რომ მის უახლოესი გეგმებში ემინემთან თანამშრომლობაც შედის. ლეგენდარული ჩანაწერის პროდიუსერი და რეპერი გამოტყდა, რომ Slim Shady-ის ახალი ალბომი წელს გამოვა.

,,მან ნება დამრთო თქვენთვის ეს ახლა და აქ დამეანონსებინა. ემინემი ახალ ალბომზე მუშაობს, რომელსაც წელს გამოუშვებს“, – აღნიშნა Dr. Dre-იმ.

ცნობისთვის, ემინემმა ამ დროისთვის ბოლო დისკი, მე-11 სტუდიური ალბომი – Music to Be Murdered By, ყველასთვის მოულოდნელად, 2020-ში გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები