LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გაგვიძვირდა?- მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

69

2017 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10,7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2017 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასები 0,9 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასების 1,1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციითვე, გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში ფასებმა მოიმატა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე, ფასის ზრდამ 3,2 პროცენტი შეადგინა. ხოლო კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასები 0,7 პროცენტით შემცირდა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ფასები გაიზარდა 11,0%-ით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 9,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების 31,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე, ხოლო კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასები 9,8%-ით გაიზარდა. ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 9,4 პროცენტით, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 9,7 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g