LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ხანძრის ჩასაქრობად დახმარებას ისრაელიც სთავაზობს

81

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს მთავრობის დახმარების მზადყოფნას ისრაელიც გამოთქვამს.

შესაბამისი მზადყოფნა ისრაელის ელჩმა საგანგებო შტაბის წარმომადგენლებთან საუბრისას უკვე გამოხატა.

ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ისრაელის ელჩი, შაბთაი ცური, საქართველოში შექმნილი საგანგებო შტაბის წარმომადგენლებს ესაუბრა და საჭიროების შემთხვევაში, ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მზადყოფნა გამოხატა
ისრაელიროგორც მეგობრული სახელმწიფო, ვერ იქნება გულგრილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი და მზადაა, შეძლებისდაგვარად დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის ამ რთულ მომენტში. საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მადლიერება მხარდაჭერისთვის და განაცხადარომ ამ ეტაპზე საკმარისად არის ტექნიკა და ხანძარს უმკლავდებიან

“ისრაელის საელჩო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგანგებო შტაბი მზად არიან, კოორდინირებულად იმოქმედონ და საჭიროების შემთხვევაში, დასახონ სამოქმედო გეგმა,“ – აცხადებენ ისრაელის საელჩოში.

აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ბელორუსის გარდა, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მონაწილეობენ, ქართული მხარის დასახმარებლად მზადყოფნას გერმანია, რუმინეთი და საბერძნეთიც აცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g