LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ქარი ცეცხლის შესუსტებელ კერებს აღვივებს

57

ბორჯომში ჩამქრალ კერებს ძლიერი ქარი აღვივებს – ამის შესახებ “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ხეობაში ახალი, მასშტაბური კერები არ გაჩენილა, თუმცა ქარმა უკვე შესუსტებული და თითქმის ჩამქრალი ადგილები გააქტიურა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 110-მდე თანამშრომელი და ჯარია მობილიზებული. გარდა ამისა მუშაობს მეზობელი ქვეყნებიდან გამოგზავნილი ბრიგადებიც.

ბორჯომის ხეობაში ამდროისთვის საკმაოდ ძლიერი დაკვამლიანებაა.

“ზედა ნაწილში საკმაოდ ძლიერი ქარია. ვმუშაობთ შეუსვენებლად როგორც სამაშველო ასევე, სახმელეთო-სამაშველო ტექნიკით. საკმაოდ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა გვყავს შეკრებილი, ამასთან დაგვახმარეს ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმაც.

ქარი გვიშლის ხელს”, – განაცხადა ლედი ოქროპირიძემ “ფორტუნასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g