LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში 3 ახალი საბაგირო აშენდა

141
5f8eca463f3cb

საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულშვეიცარულმა კომპანიადოპლმაიერგარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დასრულებული საბაგიროების მუშაობას გაეცნო ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ადგილზე ასევე, იმყოფებოდნენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე, კომპანია „დოპელმაიერის“ დირექტორი ნიკოლოზ გრძელიძე და სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

„რეკორდულ ვადებში დავასრულეთ ახალი საბაგიროების მშენებლობა დიდველზე. უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აგებული სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა ავსტრიულ-შვეიცარიულმა ჯგუფმა „დოპელმაიერ გარავანტამ“ განახორციელა. საბაგიროები ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი ინფრასტრუქტული პროექტებისა და ახალი სიცოცხლის, რასაც ვაძლევთ ბაკურიანს. როგორც იცით, 2023 წელს ბაკურიანი „ფრი სტაილში“ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ახალი პროექტებით ვპასუხობთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საბაგიროების მშენებლობა და ყველა ის პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაუმჯობესებული სერვისებით მოემსახურება ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას. მათივე ცნობით, ახალი საბაგიროები არის 6- ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში პირველ ეტაპზე საათში 5 400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7 200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. ინოვაციური, უახლესი მოდელით შექმნილი საბაგიროები რეგიონში იმითაც გამოირჩევა, რომ მიწისქვეშა ფარეხი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g