LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

180
BeFunky-collage (11)

ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ რამდენიმე უცხოური მედია წერს. გამოცემა წერს, რომ კანადა, ტუნისი და საქართველო იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, საიდანაც მოგზაურებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლოთ. მიზეზი ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

“კოვიდ-19-ით დაინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, საქართველო, კანადა და ტუნისი სიიდან ამოიღეს,”- განუცხადა სააგენტოს ევროპელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ სიას ასევე დაინფიცირების გაზრდილი რაოდენობის გამო სინგაპურიც დაემატება.

სააგენტოს ცნობით, 27 წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g