LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი – 913, იმერეთი – 337 – ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

83
BeFunky-collage - 2020-10-26T113504.970

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1871 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30 303- მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი, ჯამში, განკურნებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე  11370-ს შეადგენს.

კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კოვიდსტატისტიკაზე ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფიცირებულთა შემთხვევების გადანაწილებას რეგიონის მიხედვით ასეთია:

  • თბილისი – 913
  • აჭარა – 296
  • იმერეთი – 337
  • ქვემო ქართლი – 89
  • შიდა ქართლი – 54
  • გურია – 32
  • სამეგრელო ზემო-სვანეთი – 90
  • კახეთი – 13
  • მცხეთა მთიანეთი – 30
  • სამცხე-ჯავახეთი – 11
  • რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 18 692 აქტიური შემთხვევაა, აქედან 3 832 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

სიჭინავას ინფორმაციით,  401 მძიმე პაციენტია, აქედან ხელუვნური სუნთქვის აპარატზე 110 პირი იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g