LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა

209

ივლისში ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის ივლისში ქვეყნის მშპ-ის ზრდის ტემპმა 3.8% შეადგინა, ივნისის 4.6%-იანი ზრდის შემდეგ. მათივე ცნობით, 2017 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ კი 4,4 პროცენტი შეადგინა.

შეგახსენებთ, 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g