მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, სადაც პოლიტიკურ პარტიებს აკრიტიკებს. სამოქალაქო აქტივისტი აღნიშნავს, რომ არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია საარჩევნო პროგრამაში კონკრეტული ხედვა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.
“ნარკოპოლიტიკაზე რატომ არ აქვთ სრულყოფილი პროგრამები კი არა, საერთოდ რატომ დაწერეს საარჩევნო პროგრამები მაგასაც ვერ ვხვდები. ნუთუ ცხადი არ გახდა ეს ფარსი ამ წლების განმავლობაში? რა მორწმუნეები ვართ ასეთი რომ კიდევ რისამე გვწამს მათგან?
პანდემია მძვინვარებს, ხალხი იხოცება და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, ბედისანაბარა ვართ მიგდებულნი.
ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დონეზე დაიყვანეს გლობალური სენი.
“დაინფიცირდი? მკურნალობა ვერ მიიღე? მოკვდი? საკუთარ თავს დააბრალე!” – აი ეს არის მათი პრიზმა ყველგან და ყველაფერში და ბოდიში იმაზე ნამდვილად ვეღარ ვბრაზდები ლამაზი პროგრამები რომ არ დაგვიწერეს”- წერს ბექა წიქარაშვილი.