LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ტეხასის დასახმარებლად საკუთარ 1 მილიონ დოლარს გაიღებს

102

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგების აღმოსაფხვრელად, პირადი სახსრებიდან 1 მილიონ დოლარს გაიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თუ რომელი ორგანიზაციების ანგარიშებზე გადარიცხავს , სტიქიის ზონაში აღდგენითი სამუშაოებისთვის განკუთვნილ თანხებს პრეზიდენტი , ჯერ–ჯერობით უცნობია.
სარა სანდერსის განმარტებით, ტრამპმა მას დაავალა გაიგოს, რომელ ორგანიზაციებს სჭირდება ყველაზე უფრო დახმარება.

„როგორც უკვე განვაცხადე, დონალდ ტრამპი 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს პირადი სახსრებიდან, რათა ტეხასისა და ლუიზიანის მოსახლეობას დაეხმაროს“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

„ჰარვი“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქარიშხალია უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ოფიციალური მონაცემებით, ქარიშხლით გამოწვეული წყალდიდობის გამო ტეხასის შტატში 33 ადამიანი დაიღუპა.,თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. რაც შეეხება, სტიქიისგან მიყენებულ  ზარალს,  წინასწარი მონაცემებით, ის 90 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g