LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დამკვირვებელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს: საია

61
imedinews-ge-1

საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, სადაც ამბობენ, რომ უკვე გამოვლინდა რამდენიმე ტიპის დარღვევა.

„ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა ორგანიზაციამ დღეს დარღვევებზე უკვე ორი ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„დღეს საქართველოს მოსახლეობა კენჭს უყრის ისეთ მნიშვნელოვან ორგანოს, როგორიც არის საქართველოს პარლამენტი, ქართველი ხალხი საკუთარ წარმომადგენლებს 4 წლის ვადით აირჩევს და ამ მნიშვნელოვან პროცესს აკვირდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. დღეს ჩვენ გავაკეთეთ უკვე ორი განცხადება, სადაც საზოგადოებას ვამცნეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ძირითადად იყო პროცედურული დარღვევები, რომლებიც უბნის გახსნასთან იყო კავშირში“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

წინა არჩევნებთან შედარებით, ცოტა უფრო მეტი დარღვევა ფიქსირდება: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

მისივე ინფორმაციით, დარღვევების გამოვლენის გამო, რამდენიმე დამკვირვებელს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

„ახლა ვცდილობთ, უფრო მეტი შევიტყოთ ამ ფაქტების შესახებ, რათა საზოგადოებას ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია დამკვირვებლების როლი იმისთვის, რომ გავიგოთ უფრო მეტი არჩევნების მიმდინარეობაზე“, – განმარტა „ფორტუნას“ ეთერში ვახუშტი მენაბდემ.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g