LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გათვლა აქვს მმართველ გუნდს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით?“ – კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ვერსიებზე საუბრობს

176
Untitled design (4)

„ქართული ოცნების“ მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ევროპული ტურნეს ფარგლებში, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე უარი ეთქვა, ვახუშტი მენაბდეს განცხადებით, „იმპიჩმენტისკენ მინიშნებას წარმოადგენდა“.

ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე – მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

მმართველ გუნდს იმპიჩმენტისთვის 100 ხმა სჭირდება, რაც არ აქვს, რადგან „ქართული ოცნება“ ფორმალურად 84 მანდატს აკონტროლებს. კონსტიტუციონალისტი სოციალურ ქსელში გამოთქვამს მოსაზრებას „რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს მმართველ გუნდს?“.

„1. მისი მიზანი არ არის პრეზიდენტის გადაყენება. მას სურს საკონსტიტუციო სასამართლოში ეს დავა მოიგოს და სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადოს. ამით მას პოლიტიკური დელეგიტიმაცია გაუკეთოს;

2. მართალია ფორმალურად ხმები არ ყოფნის, მაგრამ მას ჰყავს „ევროპელო სოციალისტები“ და დამატებით სხვების მომხრობასაც შეეცდება.

უფრო პირველი ვარიანტი მგონია, ნაკლებ პოლიტიკურ საფრთხეს შეიცავს ოცნებისთვის და ნაკლები ძალისხმევასაც მოითხოვს მისგან, სარგებელი კი აქვს.

 

ბევრს არ სჯეროდა, თუმცა ნათელი იყო. მთავრობის გუშინწინდელი განცხადება იმპიჩმენტისკენ მინიშნებას წარმოადგენდა….Posted by Vakhushti Menabde on Friday, September 1, 2023

 

 

იმპიჩმენტზე ცოტა რამ რიცხვებში (უკეთ აღსაქმელად):

1. იმპიჩმენტს აღძრავს მინიმუმ 50 პარლამენტარი და აგზავნის საკონსტიტუციო სასამართლოში;

2. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 1 თვეში;

3. სასამართლოში პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადგენად საჭიროა 9-დან 6 მოსამართლის დასტური;

4. დადებითი დასკვნის შემთხვევაში პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს 2 კვირაში;

5. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა;

6. იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნები იმართება 45 დღეში;

7. ახალ პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია;

8. კოლეგიაში შედის: 150 დეპუტატი და აჭარის და (1) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს + (2) საკრებულოების დელეგატები არჩევნების შედეგების პროპორციულად (ორივე ერთად 150);

9. პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა 200 წევრის თანხმობა პირველ ტურში, თუ პირველში ვერ აირჩა მეორეში უკვე ისაა გამარჯვებული ვინც მეტ ხმას მიიღებს“, – წერს ვახუშტი მენაბდე.

 

იმპიჩმენტზე ცოტა რამ რიცხვებში (უკეთ აღსაქმელად):1. იმპიჩმენტს აღძრავს მინიმუმ 50 პარლამენტარი და აგზავნის…Posted by Vakhushti Menabde on Friday, September 1, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები