LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

217
ირაკლი

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

„ამის მიუხედავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.

გარდა ამისა იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე „ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.

შეგახსენებთ, 30 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა.

სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე – მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

მანჯგალაძე: ლოთმა მედვედევმა „გამოააშკარავა“, რატომ არ უშვებენ ზურაბიშვილს ევროპაში – მედვედევმა თქვა, რომ ზურაბიშვილი ფრანგია და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის, ამას იმეორებს „ოცნებაც“

აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.

გერმანიაში პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო – სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g