LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: ლოთმა მედვედევმა „გამოააშკარავა“, რატომ არ უშვებენ ზურაბიშვილს ევროპაში – მედვედევმა თქვა, რომ ზურაბიშვილი ფრანგია და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის, ამას იმეორებს „ოცნებაც“

172
ფორტუნა - 2023-08-31T114105.153

„ლოთმა მედვედევმა „გამოააშკარავა“, რატომ არ უშვებენ ზურაბიშვილს ევროპაში – მედვედევმა თქვა, რომ ზურაბიშვილი ფრანგია და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის, ამას იმეორებს „ოცნებაც“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არა დათმობისა და არგაღიზიანების პოლიტიკას, არამედ პირდაპირ რუსულ პოლიტიკას ახორციელებს.

„ქართულ ოცნებას“ არანაირი არგაღიზიანების პოლიტიკა არ აქვს, პირდაპირ რუსული პოლიტიკა აქვს და არაფერ შუაშია შიში და არგაღიზიანება.

რაც ახლა ხდება პრეზიდენტთან დაკავშირებით, ამას ფარდა ახადა მედვედევის განცხადებამ, რომელმაც ზურაბიშვილზე თქვა, რომ ფრანგი ქალბატონია, რომელიც ქართულად ვერც საუბრობს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის.

საქართველოს ინტერესებზე წუხს ვითომ მედვედევი და ამ გზავნილს იმეორებს „ქართული ოცნება“. მედვედევს ეს რომ არ ეთქვა, გამოვიდოდა, რომ ვითომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მისი არ გაშვება.

„არა უშავს, ერთი წელი დარჩა და იმედი გვაქვს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, მისი ვიზიტები არ დააზიანებს საქართველოს“ – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

„ზურაბიშვილს ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ხოლო ის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს კი არა, სხვების დღის წესრიგით მოქმედებს“

ლოთმა მედვედევმა „გამოააშკარავა“ რატომ არ უშვებენ ზურაბიშვილს ევროპაში. აქ რომ დადგებიან „ქართული ოცნების” პროპაგანდისტები, განსაკუთრებით მდინარაძე, გვითხრან, რატომ არ უშვებენ ევროპაში, რეკომენდაციები შესრულებულია და ყველაფერი მოგვარებული გვაქვს, თუ მედვედევმა დაგვიბარა და ამიტომ არ უშვებენ?! ერთი ერთში იმეორებენ მედვედევის გზავნილებს, ამიტომ კოლეგებს ვთხოვ, არ მოვატყუოთ ხალხი, რომ რუსეთის არგაღიზიანების და დათმობის პოლიტიკას ეწევა „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ რუსულ პოლიტიკას ეწევა.

ხალხმა მთავრობის გვერდზევე შეაფასა ეს გადაწყვეტილება, „დააჰაჰავა“, ასე რომ ვთქვათ და სოციალური მედიის ჟარგონი გამოვიყენოთ, ნახეთ რამდენი „ჰაჰა“ აქვს ადმინისტრაციის გვერდზე ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ „საჰაჰაოდ“ არ გვაქვს საქმე, დიდი შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ და მარტო სოციალურ მედიაში „ჰაჰები“ პროტესტის გამოსახატავად არ გამოდგება.

შეთქმულება და ღალატია პირდაპირ ქვეყნის წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებმა, განსაკუთრებით მდინარაძემ, მას აქვს პრეტენზიები ქართველობაზე, პირდაპირ გასცეს პასუხი, რა საფრთხეს უქმნიდა ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში მათ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე

„პრეზიდენტი ხედავს, რომ საქართველო მოიპოვებს სტატუსს, ამ ფონზე უცხო ქვეყნის დედაქალაქებთან კომუნიკაციის მცდელობა, შეუთანხმებელი ნაბიჯების რისკს ატარებს” – სარჯველაძე

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.  მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

გუშინ, 30 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა.

სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე – მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები