მართალია 2020-ის არჩევნებში პარლამენტში შესვლას 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი ცდილობდა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ეს მხოლოდ 9 პარტიამ მოახერხა.
როგორც ყოველთვის ამ არჩევნებზეც ვიხილეთ დარღვევები.
საარჩევნო უბნებზე ჩამქრალი შუქი, იარაღით მოსიარულე დიმიტრი შაშკინი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბოლნისში საფრთხეს გრძნობდა და შეიარაღებული იმიტომაც გადაადგილდებოდა.
მაგრამ დარღვევების პარალელურად იუმორიც არ დავივიწყეთ ქართველებმა.
სოციალური ქსელი გაახალისა ხმის მისაცემად მისული ირაკლი კობახიძის ფოტომ, სადაც როგორც „ტვ პირველმა“ გაავრცელა, პირადობა დაავიწყდა.
მეორე კურიოზი “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომერს ბუბა კიკაბიძეს გადახდა, რომელსაც საარჩევნო უბანი შეეშალა, თუმცა საბოლოოდ მიაგნო.
არჩევნებზე მისულ ქართველებს არ დავიწყებიათ არც წინასაარჩევნოდ 500 ათასი დოლარის გამტაცებელი ბადრი ესებუა და საარჩევნო ბიულეტინში სწორედ მას მისცეს ხმა.
საქართველოში მიმდინარე არჩევნები ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შეაფასა“.
სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს სამეგრელოში გადაღებული ვიდეო.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, როგორ მივიდა იონა შაფათავა არჩევნებზე. მას ეშმაკის ფორმა აქვს მორგებული.
დღის ბოლოს კი სოციალური ქსელი ნიკა გვარამიას საქციელმა გაახალისა. გვარამიამ ზურა ჯაფარიძეს პირდაპირ ეთერში თავზე აკოცა.
თუმცა ალბათ 2020-ის არჩევნების სიმბოლო საარჩევნო უბანზე მისული საყვარელი ძაღლი გახდა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას „ითხოვდა“.