LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული არჩევნები უცხოურ მედიასაშუალებებში: საქართველო Al Jazeera-ს ობიექტივში

142
Capture

„წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს“ – ასე ეხმაურება გავლენიანი მედიასაშაულება Al Jazeera საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და წერს, რომ ოპოზიცია უარყოფს არჩევნების შედეგებს და ამომრჩევლებს პროტესტისკენ მოუწოდებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ თბილისში ეგზიტპოლის შედეგებს აღნიშნავენ და ამის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ მმართველ პარტიასთან და მთავარ ოპოზიციურ ძალასთან ერთად, 1%-იანი ბარიერის გადალახვა მოახერხა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ.

მმართველმა პარტიამ, რომელიც დაარსდა საქართველოს უმდიდრესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, გამარჯვება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მასშტაბით უბნები დაიხურა შაბათს და ოთხი ეგზიტპოლის შემდეგ, იგი მკაცრი შეჯიბრის პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

„საქართველომ ღირსეული არჩევანი გააკეთა. ამომრჩეველმა, რომელიც დღეს არასწორ არჩევანს არ გააკეთებს, გამოხატა მხარდაჭერა ღირსეული გუნდის მიმართ“ – ეს კი ბიძინა ივანიშვილის მიმართვაა, რომელიც ასევე მოჰყავს სტატიაში ჟურნალისტს და მას საქართველოს უმდიდრეს ადამიანად მოიხსენიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g