არჩევნების მეორე დღეს რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობა“ იკრიბება. „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდების მიუხედავად, აქციაზე ბევრი ხალხი ჯერ არ მისულა.
ძნელი სათქმელია, ხალხი აქციებით დაიღალა თუ პარლამენტის წინ დარგული „შხამიანი“ ოლეანდრების ეშინიათ.
ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე დღეა, პარტია მოუწოდებს მომხრეებს მისვლისკენ, მაგრამ აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა.
როგორც აქციაზე მყოფი „ფორტუნას“ ჟურნალისტი იტყობინება, პარლამენტთან „ნაციონალების“ მიკროავტობუსიდან ისმის სიმღერის ასეთი ტექსტი: „ამ ცხოვრების დედაც…“
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა. თუმცა ეს გამოწვეული არ ყოფილა ადგილზე მომხდარი რაიმე ინციდენტით.
„ფორტუნას“ ჟურნალისტის ინფორმაციით, გოგონას სავარაუდოდ, წნევა დაუვარდა.
ბურბუშელა, პირბადე, ცივი წყალი…
ამ წუთებში პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც იკრიბებიან.
აქციას “ლელოც” შემოუერთდა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა.