LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი მოხვდება, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ 61 მანდატი ექნება

115
თბილისი-საქართველოს-პარლამენტი

ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: – “გირჩი“, “ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება:

“ქართული ოცნება“ (48.15%) – 61 მანდატი

“ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ (27.14%) – 34 მანდატი

“ევროპული საქართველო“ (3.78%) – 4 მანდატი

“ლელო“ (3.15%) – 4 მანდატი

“პატრიოტთა ალიანსი“ (3.14%) – 4 მანდატი

“სტრატეგია აღმაშენებელი“ (3.15%) – 4 მანდატი

“გირჩი“ (2.89%) – 3 მანდატი

“ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (1.33%) – 1 მანდატი

“ლეიბორისტული პარტია“ (1%) – 1 მანდატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g