ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განმარტებით, მიზეზი კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტია.
„კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება „კოვიდ 19“-სთვის დამახასიათებელი რამე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა