LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კიანუ რივზის „ტკბილი ნოემბერი“ ალექსანდრა გრანტთან

659
safe-image

უკვე რამდენიმე თვეა, რაც 54 წლის მსახიობი კიანუ რივზი და მისი რჩეული, 47 წლის ალექსანდრა გრანტი საოცრად ჰარმონიულ ურთიერთობაში იმყოფებიან. წყვილი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება. როგორც ცნობილია, ბერლინში „მატრიცა 4“ – ის გადაღებები მიმდინარეობს. ალექსანდრა კიანუსთან ერთად იმყოფება და ყოველ დღე მას მანქანით ემსახურება.

ფოტო: იგივე ტანისამოსი და ახალი ვარცხნილობა – კიანუ რივზის დილის ტრადიციული ამბორი

ამჯერად წყვილი საყიდლებიდან მომავალი დააფიქსირეს. კიანუ რივზის „ტკბილი ნოემბერი“ დაიწყო – ისინი ბერლინის ქუჩებში მოსეირნობდნენ და შემოდგომის თბილი დღით ტკბებოდნენ. მსახიობს ყოველდღიური ტანისამოსი, თბილი პიჯაკი ეცვა და ქუდი ეხურა, ალექსანდრამ კი არჩევანი სპორტულ სტილზე შეაჩერა, მან ნაცრისფერ ლეგინსებს  შავი ქურთუკი შეუხამა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები