2020-ის არჩევნებმა რამდენიმე პოლიტიკოსის ოჯახში განხეთქილება შეიტანა. მართალია, პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა წაართვა ხმები, მაგრამ იმასაც აკონკრეტებენ, რომ უბანზე, სადაც მათმა მეუღლემ, დედამ ან სიდედრმა მისცა ხმა, 0 ხმა მიიღეს.
გთავაზობთ პოლიტიკოსების სიას, ვისაც ოჯახის წევრებმა ხმა არ მისცეს ან შეეშალათ და შემთხვევით სხვას მისცეს ხმა.
ამ პოლიტიკოსებს შორის არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
„საკუთარ უბანზე 4 ხმა მაქვს, დედაჩემის უბანზე 0, სიდედრის უბანზე, სადაც ცხოვრობენ ახლობლები, 3 ხმა მაქვს. იქაც კი ვერ მოზომეს ბალანსი“, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
„ქართული მარში“ წევრებმა „ოცნების“ პარტიასთან აქცია გამართეს და აცხადებენ, რომ პიკეტირებას სისტემური ხასიათი ექნება და არ გაჩერდებიან, სანამ არჩვენების შედეგები არ გაუქმდება.
“ეს არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ დააყაჩაღა ქართველი ხალხის ნება. ჩემს ოჯახში პირადად, სადაც 7 ადმიანი მივედით ხმის მისაცემად, მხოლოდ ერთი ხმა დაწერეს“, – განაცხადა „ქართული მარშის“ გენერალური მდივანმა, ირაკლი შიხიაშვილმა.
ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა მარშმა“ ქვეყნის მასშტაბით ხმების 0,25%-ის მოგროვება შეძლო.
სოციალურ ქსელებში პოპულარულია ვიდეო, სადაც კახა კუკავა თავისი საარჩევო უბნის და ოჯახის წევრების შესახებ საუბრობს და მოითხოვს, გახსნან საარჩევნო უბანი, რადგან ეჭვი ეპარება, რომ დედამისმა ხმა სხვას მისცა.
ვიდეო: გაკვირვებული კახა კუკავა: “იქნებ, დედაჩემმა არ მომცა ხმა და კალაძე შემოხაზა?“