ბრენდმა Raspberry Pi ახალი კომპიუტერი, Raspberry Pi 400 გამოუშვა. ეს არის კლავიატურაში ჩაშენებული ARM ტექნოლოგიის კომპიუტერი, რომელიც ვიზუალურად უბრალო კლავიატურას ჰგავს. ის ნებისმიერ ეკრანთან შეერთების შემთხვევაში, კომპიუტერის ფუნქციას ითავსებს. ეკრანს ის HDMI პორტით უკავშირდება. მასში microSD ბარათის მოთავსება და მაუსის მიერთებაც შეგიძლიათ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Raspberry Pi, რომელიც წლებია მინიატურულ და დაბალბიუჯეტიან კომპიუტერებს აწარმოებს, ახალი პროდუქტი სულ რაღაც 100 დოლარად შეაფასა.