პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდებიან. დღეს ეს ინფორმაცია კენსინგტონის სასახლის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა. განცხადება კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მიდლტონმა ჰორსნეი-როუდის ბავშთა ცენტრში დაგეგმილი ვიზიტი გადადო: „მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია ორსულადაა. სამეფო ოჯახის წევრები აღფრთოვანებულნი არიან ამ სიახლით. როგორც წინა ორი ორსულობის დროს, ჰერცოგინიას ამჯერადაც ტოქსიკოზი აწუხებს, რის გამოც მისი ჰორსნეი-როუდში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. ჰერცოგინია ამჯერად კენსინგტონის სასახლეში იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში. ამ ეტაპზე ქეითის ორსულობის ვადა და ბავშვის სქესი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონისთვის ეს მესამე შვილი იქნება. პირველი ვაჟი, ჯორჯი ამჯერად 4 წლისაა, ქლიშვილი შარლოტა კი, ორის.
The Duke and Duchess of Cambridge are very pleased to announce that The Duchess of Cambridge is expecting their third child pic.twitter.com/DZCheAj1RM
— The Prince and Princess of Wales (@KensingtonRoyal) September 4, 2017