საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 – განაცხადების მიღებას იწყებს!
Meliora – ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
Meliora 2020 ეძღვნება იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განახორციელეს COVID 19-თან საბრძოლველად.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას შეუძლია შემდეგ კატეგორიებში:
თანამშრომელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში
მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს, გამოავლენს გამარჯვებულს და გადასცემს სტატუსის ჯილდოს საუკეთესო CSR-ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის კრიტერიუმების მიხედვით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.
გამარჯვებულები 2021 წლის გაზაფხულზე გამოვლინდებიან.
Meliora – 2018 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძვნდა და დღემდე კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო მასშტაბის კომპანიამ 140-მდე განხორციელებული CSR პროექტი წარადგინა.
Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.