ბათუმის სამედიცინო ცენტრის ინტერვენციული მიმართულების ხელმძღვანელი, კარდიოლოგი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს ქვეყნებს, რომელიც კორონავირუსის სიმპტიომებს ეხება:
„თუ გაქვთ სიცხე, გახველებთ ან სურდო გაქვთ. სავარაუდოდ გაქვთ კორონავირუსი (ნუ ჩავარდებით პანიკაში), მაშინვე დაიცავით იზოლაცია და ნუ შემოირბენთ ქვეყანას ტესტის გასაკეთებლად.
ჩამოვწერ მიზეზებს რატომ:
1. გაქვთ თუ არა კოვიდი თქვენი მკურნალობის სქემა არ იცვლება.
2. შესაძლოა ,,პისიარ” კვლევამ გითხრათ, რომ არ გაქვთ კოვიდი, მაგრამ სინამდვილეშო გქონდეთ და სხვასაც აინფიცირებდეთ მიუხედავად თქვენი ტესტის უარყოფითი პასუხისა.
3. ამოასუნთქეთ ჰოსპიტალური სექტორი!
PS. მიმართეთ ექიმს სუნთქვის გაძნელების დროს. ტემპერატურის (ხუთი, ექვსი და მეტი დღე….) ხანგრძლივად ქონის შემთხვევაში. თანმხლები მძიმე დაავადებები სხვა შემთხვევაა. დამირეკეთ სანამ ბინაზე მკურნალობა საკმარისი იქნება მოგხედავთ და თუ ჰოსპიტალი გჭირდებათ მაგაშიც დაგეხმარებით“ – წერს გიორგი კაპანაძე.