LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმა ობოლაძე: ,,რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ზურგი შემაქციეს…“

385
dimaoboladze2011

დიმა ობოლაძე ,,სიცრუის დეტექტორს” სტუმრობდა ,,იმედზე” და ისეთ კითხვებს უპასუხა, რაზეც აქამდე არასდროს უსაუბრია, მათ შორის ,,რუსთავი 2“-დან წამოსვლის თემაც იყო. ,,რუსთავი 2″-ის დატოვების გამო მეგობრებმა ზურგი გაქციეს?“, ამ კითხვაზე ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა დადებითად უპასუხა.

დიმა ობოლაძე:

ზურგი მაქციეს. დაკონკრეტებას არ დავიწყებ. სიცივეში გამოიხატებოდა ელემენტარულად, არც მოკითხვა, არც დარეკვა, მე პირიქით ვცდილობდი. რადგან დღეს მოვედი აქ, ვილაპარაკებ და ბოლო იქნება ეს, ამის მერე არ გავაკეთებ ამაზე ზედმეტ კომენტარს. მოდი, ასე ვთქვათ, რომ ზურგი მეგობრებმა შემაქციეს, ნიუსიც იყო, სპორტის ჟურნლალისტებიც. ვინც მინდოდა და ჩემიანი იყო, “იმედზე” წამოვიყვანე და ჩემთან ერთად მუშაობდა. დღესაც ჩემთან ერთად მუშაობენ.

ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც ეს არხი დატოვა და დიდი გაკვირვება გამოიწვია. „რუსთავი 2“-დან შენი წამოსვლა იყო პროტესტი?

გარკვეულწილად, რა თქმა უნდა. ეროსი კიწმარიშვილის დროს ჟურნალისტებს არასდროს გაუკეთებიათ პოლიტიკური განცხადებები, ის კაცი არ სთხოვდა ამას. პოზიცია როცა გაქვს, გასაგებია, მაგრამ ჟურნალისტი მხარე არ უნდა იყოს. მხარედ არ უნდა ჩამოყალიბდე, თორემ პოზიცია უნდა გქონდეს.

ოღონდ “იმედზე” არ წახვიდეო… შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე სადაც კარგად ვიქნები, იქ უნდა ვიყო. მინდა წასვლა, უნდა წავიდე. როცა აქ მოვედი, ის ხალხი ვნახე, ვისაც ბავშვობიდან ვიცნობ. მაშინ ტრანსფერი დავარქვი, ერთი გუნდიდან მეორეში გადავედი, ხმაურიანი გამოვიდა, რა ვქნა. ბარსელონა და რეალი უფრო კარგი შედარება იქნებოდა. ერთ ადამიანთან იმიტომ არ ვკონტაქტობ, რომ სიმართლე არ თქვა მან. ეთერში იჯდა, რაღაც ჰკითხეს, როგორ მოხვედი აქო და თქვა აბსოლუტური ტყუილი. მე უნდა ვეხსენებინე და კარგად გამოუვიდოდა, მაგრამ არ თქვა. იცის, ვისზეც ვლაპარაკობ. ვერ გაბედა ჩემი ხსენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები