„იმედის“ გადაცემაში“ „სიცრუის დეტექტორი“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, ლიზი დარასელია სცემს პასუხს კითხვას, რამდენად იმოქმედა მასზე დედის გათხოვებამ.
„დედის გათხოვების გამო გაჩენილი პროტესტი დაძლიეთ?“ – ამ კითხვას პასუხი ლიზამ დადებითად გასცა:
„ძალიან ცუდი შეკითხვა იყო, ცოტა დავიძაბე, მაგრამ არა უშავს, გავშლი ამ საკითხს. დედასთან მთელი ცხოვრებაა მიჯაჭვული. ეგოიზმი მქონდა დედასთან მიმართებით. არ წარმომედგინა, რომ მამაჩემის მერე ვიღაც გამოჩნდებოდა, მაგრამ ძალიან გაუმართლა… ძალიან მაგარი ადამიანია, მიყვარს და ვაფასებ, რადგან პირველ რიგში, დედას აფასებს და დედაჩემი არის ძალიან ბედნიერი. პატარა ასაკში მქონდა ეს, სხვანაირად აზროვნებ. უკვე 16-17 წლის ვიყავი, დედა, რატომ არ უნდა იყო ბედნიერი-მეთქი, ასევე მამასთანაც იგივე სიტუაცია იყო“.
