2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 674 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, 1 კვ.მ–ზე მხოლოდ 2 დოლარით შემცირდა და 637 აშშ დოლარის ნიშნულზეა. ინფორმაციას Colliers International Georgia ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისში, 2020 წლის ოქტომბერში 3,117 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 95%-ით აღდგა.
რაც შეეხება ბაზრის ზომას, 4%-იანი კლება დაფიქსირდა და 139 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.