LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

119

ალექსიძის ქუჩაზე მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

როგორც შსს-დან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1-ში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ხ. გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის ნაწილი 3550 აშშ დოლარი, 700 ევრო და 550 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები