LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ – პროექტი „დღგ-ის ავტომატური დაბრუნება“ ამოქმედდა

127
thumb

პროექტიდღგის ავტომატური დაბრუნება სრულად ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს საგადასახადო ადმინისტრირებაში! დასრულდა სამუშაო პროცესი და დღეიდან სრულად ამოქმედდა პროექტი: „დღგ-ის ავტომატური დაბრუნება“. პროექტი გულისხმობს კონკრეტული თვის დღგ-ის დეკლარაციით წარმოქმნილი საგადასახადო ზედმეტობის ავტომატურ (მოთხოვნის გარეშე) დაბრუნებას.

ამ პროექტის შემუშავებაზე და ამოქმედებაზე ძალიან დიდი ძალისხმევა და რესურსი დაიხარჯა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს შემოსავლების სამსახური Revenue Service. ამ ერთი შეხედვით მარტივი პროცედურის მიღმა 2-წლიანი დატვირთული სამუშაო პროცესი და ნულიდან შექმნილი თანამედროვე სისტემები დგას, რაც უზრუნველყოფს დღგ-ის დაბრუნების პროცესის უსაფრთხოდ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

ისტორიულად ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება ერთერთი ყველაზე სუსტი კომპონენტი იყო ჩვენი საგადასახადო ადმინისტრირების და იყო პერიოდები, როცა გადამხდელისთვის ძალიან მაღალი „რისკის“ შემცველიც. ტრადიციული შეკითხვა, ავტომატურად მოყვება თუ არა ზედმეტობის მოთხოვნას მაკონტროლებელი/სამართალდამცველი ორგანოების შემოწმება ძალიან დიდ ხნის განმავლობაში იყო აქტუალური.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს აქტუალური საკითხი საერთოდ არ არის, გასაკვირი არ იქნება, თუ საწყის ეტაპზე გადამხდელების გარკვეული/მცირე ნაწილი მაინც ეჭვის თვალით შეხედავს ამ პროცესს, თუმცა ძალიან მალე დავინახავთ, რომ ამ სისტემას განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე აყავს საგადასახადო ორგანოს ფუნქციონირება. თავისი შინაარსით ახალი პროექტი არის მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტი ზედმეტად გადახდილი გადასახადების მართვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის.

პირველი თვის შედეგები ასეთია: ნოემბრის თვეში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით 9000-ზე მეტ დღგ-ს გადამხდელს დაუბრუნდა 70 მილიონ ლარზე მეტი თანხა და ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს ლაშა ხუციშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g