LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირცხვილის დერეფანი არ იქნება, მაგრამ აქციები გაგრძელდება: რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“

86
ნაცები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფანს აღარ მოაწყობს, თუმცა პარტიამ გადაწყვიტა, რომ იქნება წერტილოვანი პროტესტი.

დავით კირკიტაძე აცხადებს, მათი პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და ამომრჩევლებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავონ.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც 31 ოქტომბერს მოვიდა და მისი არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოუწიათ არაერთი ბარიერის გადალახვა იმისათვის, რომ საარჩევნო ურნამდე მიეღწიათ. ეს ადამიანები მოვიდნენ და დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. ასე არ უნდა ხდებოდეს ნორმალურ ქვეყანაში და არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, გამჭირვალე. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა ჩვენ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ დააგროვა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ხელისუფლებამ, ხელისუფლებამ იკადრა ის, რაც არ უნდა ეკადრა და აპირებს ამის გაგრძელებას 21-შიც“, – აცხადებს კირკიტაძე და ამით ხსნის პარტიის გადაწყვეტილებას, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის არმიღებას.

„მინდა ამომრჩეველმა იცოდეს, მიუხედავად ჩვენი ამ განცხადებისა და ჩვენი საჯარო პოზიციისა, ბიულეტენში მაინც იქნებიან ის კანდიდატები დაფიქსირებული, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს ერთი რამ, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას და მოვუწოდებთ მათაც, რომ თავი შეიკავონ ამ ფარსში მონაწილეობისაგან, რომელსაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი უწოდებს არჩვენებს“, – დასძინა კირკიტაძემ.

 

პარტიის ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.

„მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, არ მივიდნენ და თვითონაც გამოუცხადონ ბოიკოტი. ჩვენ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში, დავწერეთ ყველამ განცხადებები, ამიტომ არ მიბრძანდეთ ჩვენო ამომრჩევლებო, ეს არ არის არჩევნები, ეს არის კრიმინალური აქტი, რომელიც განახორციელა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„აქციები გაგრძელდება, იქნება მასშტაბური აქციები, ცოცხალი ჯაჭვის აქციას. 21 ნოემბერს გვექნება სხვადასხვა წერტილოვანი აქციები, მათ შორის, ვგეგმავთ ცოცხალ ჯაჭვს. ვგეგმავთ, სხვადასხვა ადგილზე გამოხატვის თავისუფლებას ახალგაზრდები, ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა დეკანოძიემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g