LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით თინა ქოქოშვილი, რომელმაც კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა

2160
tinaqoqoshvili2011

Education USA სოციალურ ქსელში ქართველი სტუდენტის, თინა ქოქოშვილის ფოტოს აქვეყნებს:

„გაიცანით თინა, სტუდენტი საქართველოდან. ის იყო ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მონაწილე, შესანიშნავი აპლიკანტი, რომელმაც აისრულა თავისი ოცნება და ჩააბარა პენსილვანიის უნივერსიტეტში. ის Education USA Georgia-ს აქტიური წევრი, ლიდერების აკადემიაში და თავისი აპლიკანტობის პერიოდში ხშირად სტუმრობდა EducationUSA-ს. მას არასდროს გაუცდენია გაკვეთილი და იყო ჩართული ყველა აქტივობაში. დიდ ინტერესს იჩენდა ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სფეროებისადმი. ის ასევე ეხმარებოდა სხვა სტუდენტებსაც“, ნათქვამია განცხადებაში.

თინა ქოქოშვილმა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ერთი წელი პაუზა აიღო, რადგან აშშ-ში უნდოდა სწავლა და შემდეგ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები