Skyup Airlines კიევი–თბილისი–კიევის საჰაერო ხაზზე დეკემბერში 5 ჩარტერულ რეისს შეასრულებს. რეისები 5-12-19-26-30 დეკემბერს შედგება და უკრაინული ავიაკომპანია მგზავრებს ცალმხრივად, მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოემსახურება.
აღსანიშნავია, Skyup Airlines-მა კიევი–თბილისი–კიევის საჰაერო ხაზზე აგვისტოში 3 ჩარტერული რეისი განახორციელა, სექტემბერში – 4 რეისი, ოქტომბერში – 2 რეისი, ხოლო ნოემბრის განრიგით, უკრაინულ ავიაკომპანიას 4 რეისი აქვს დამტკიცებული.