LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს წერეთლის გამზირზე მომხდარ თავდასხმაზე განცხადებას ავრცელებს

212
წერეტელ

წერეთლის გაზირზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

„პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძარცველი შეიჭრა: რა ვითარებაა ადგილზე

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

სავარაუდოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 5 ხელყუმბარიანი ადამიანია შეჭრილი: კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანას აპირებენ

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო“- ვკითხულობთ შსს-სმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g