ერაყის სამხრეთში, დი-კარის პროვინციაში, მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად, დაღუპულთა რიცხვმა 74-ს მიაღწია, დაშავებულია 93 ადამიანი.
ამის შესახებ ტელეარხ „ალ-ჯაზირას“ პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა.
„ერაყის სამხრეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 74 ადამიანი, ხოლო 93 – დაშავდა,“ – განაცხადა აბდელ ჰუსეინ ალ-ჯაბრიმ.
ქალაქ ნასირიადან დასავლეთით ტერორისტები კაფეს დაეხსნენ თავს და ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული მანქანა ააფეთქეს. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შორის ირანის მოქალაქეებიც არიან.
ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.