LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია-ს დამკვირვებლებმა ჯამში 24 საჩივარი დაწერეს

100
36501946-1919668541388963-5536639120048128000-n-1

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძემ 20:00 საათის მონაცემები წარმოადგინა.

მისი თქმით, დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძამ დროისთვის დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა. ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.

ზოგადი ტენდენციის სახით, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. საია-ს დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, რამდენიმე შემთხვევაში მათ დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი.

ამ ეტაპზე საია-ს სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 24 საჩივარი, აქედან 14 – უბნის, ხოლო 10 – ოლქის დონეზე და დაფიქსირდა 80-ზე მეტი შენიშვნა.

ხუთ შემთხვევაში (ჩუღურეთის მე-10, რუსთავის 45-ე, ბათუმის, 52-ე, სამგორის მე-8 და კრწანისის მე-17 ოლქები) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ“, – განაცხადა სალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g