LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენიაში უნიკალური თეთრი ჟირაფები დააფიქსირეს

258

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ექსპერტებმა უნიკალური ფერის დედა-შვილის გადაღება პირველად შეძლეს. როგორც ჩანს, ცხოველებს გენეტიკური დაავადება – ლეიკიზმი აქვთ, რაც კანს პიგმენტაციას უკარგავს და უჩვეულო თეთრ ფერს აღებინებს. როგორც ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, დედა-შვილი თავს ძალიან მშვიდად გრძნობდა, მინდორზე დასეირნობდა და მოზრდილი ჟირაფი პატარაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა.

შეგახსენებთ, რომ თეთრი ჟირაფი პირველად ტანზანიაში შეამჩნიეს, თუმცა მაშინ მათი დაფიქსირება ვერ მოხერხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები