თურქეთში, ბურსას რეგიონში, მოტოციკლების შეჯახების შედეგად, საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა. ინციდენტი გუშინ გვიან ღამით მოხდა.
შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 24 წლის ქართველი და თურქეთის ორი მოქალაქე.
სამივე დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.